Sunday, September 14, 2008

იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები




პროექტის სახელი: UNESCO-ს მემკვიდრეობის მკვლევარები;
პროექტის მოკლე აღწერა :მოსწავლეები სწავლობენ UNESCO-ს ქართულ მემკვიდრეობას, აწყობენ გასვლას ამ ადგილას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ UNESCO-ს ქართულ მემკვიდრეობას,ან 2007 წელს წინასწარ ნუსხაში წარდგენილ ქართულ მემკვიდრეობას, მის ისტორიას, მოიპოვებენ თქმულებებს და რეალურ ფაქტებს ამ ადგილებთან დაკავშირებით, მის როლს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში, ლიტერატურაში, ფერწერასა და ფოლკლორში. იუნესკოს მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაში წარდგენილი ადგილების კვლევისას, ამტკიცებენ მის უნიკალურობას და მზაობას ამ ნუსხაში მოსახვედრად. ეწყობა იუნესკოს ქართული მემკვიდრეობის შესახებ მოსწავლეთა ნახატებისა და ფოტონამუშევრების გამოფენა. ეს მასალა იგზავნება პროექტის ვებ-გალერეაშიც. სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ ეწყობა ექსკურსია , სადაც მოსწავლეები ატარებენ პატარა კვლევას, იღებენ ფოტოსურათებს და განათავსებენ მათ ვებ-გვერდის გალერეაში. მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ დაწერონ ლიტერატურული ესეები და მეცნიერული სტატიები ამ ადგილის შესახებ, გამოიკვლიონ მისი გავლენა საქართველოსა და მსოფლიოს ცხოვრებაზე.პროექტი ”იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები” აიერნის საერთაშორისო ქსელში 2008 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა. პროექტში უკვე ჩაერთულები არიან მოსწავლეები და მასწავლებლები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ისრაელიდან...
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10–17 წელი/მე–4 მე–11 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი- 2009 წლის მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: აქტივობები UNESCO-ს ქართული მემკვიდრეობის ისტორიული მნიშვნელობისა და გეორგაფიულიმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამ ადგილის ამსახველი ხელოვნების ნიმუშების (ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი) მოძიება და ამ თემაზე დისკუსიების წარმოება, პრეზენტაციების მომზადება, ნახატებისა და ფოტო გამოფენების მოწყობა...
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით; სკოლებში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული ადგილის შესახებ, ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის საიტისა და სკოლებში მოწყობილი გამოფენების მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას UNESCO-ს ქართული მემკვიდრეობის, მისი მნიშვნელობის შესახებ, მეტად გაუფრთხილდებიან ამ მემკვიდრეობას;
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან რა ადგილის ისტორიას და მის როლს საქართველოსა და მსოფლიოს ისოტირაში), გეოგრაფიაში (ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრითა და მდებარეობისა და კლიმატის გავლენით მასზე), ლიტერატურაში (ამ ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრით ქართულ ლიტერატურაში, თუ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მასზე შექმნილი), ხელოვნებაში ( ამ ადგილების ამსახველი ნახატების, კინო-ფილმებისა თუ სპექტაკლების მიმოხილვით, ნახატების შესრულებით, ფოტო - გადაღებებით.), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში ამ ადგილებზე მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ინგა პაიჭაძე , სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წევრი, აიერნ-პროექტების ტრენერი და კონსულტანტი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ngo.siqa@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac5e27
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://unesco-iearn.blogspot.com/ ; http://foro.iearn.org/webx/.1e927989/



28 comments:

Unknown said...

me var q.rustavi s kerzo skola "mileniumis' istoriis mascavlebeli marika sxirtladze.damainteresa proeqtma da maqvs survili masshi chavrto me-7 klasis moscavleebi.

ლიკა გიორგობიანი said...

51-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ლიკა გიორგობიანი დავინტერესდი პროექტით "იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები" და სურვილი მაქვს ეს პროექტი განვახორციელო სკოლაში.
ვარ ისტორიკოსი და ვასწავლი VII-IX კლასებს.

პატივისცემით, ლიკა გიორგობიანი.

Inga said...

მოგესალმებით!
მოხარული ვარ რომ არჩევანი იუნესკოს მემკვიდრეობის კვლევის პროექტზე შეაჩერეთ. სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მოსაზრებებს პროექტის განხორციელების გზებზე, ჩემის მხრივ მზად ვარ პასუხი გავცე ნებისმიერ კითხვას, რომელიც პროექტზე მუშაობისას წამოიჭრება.
ინგა

Luiza Lomjaria said...

I have desire to join this project with my students. I think it is possible to integrate with other subjects as well.
Luiza Lomjaria-English language Teacher, school №51

Inga said...

Dear Luiza!
I'm glad for your participation in this project.
This blog is for Georgian teachers and students, so we can write here in Georgian . You can publish your comments in English on the iEARN's forum http://foro.iearn.org.
WIsh you all the best
Inga , GEARN trainer

ქეთი ქათამაძე said...

me avirchie es proeqti da minda tbilisis istoriul zeglebze vamushavo bavsvebi

თამრიკო ჩხეიძე said...

207-ე საჯარო სკოლი პედაგოგები დავინტერესდით "იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარებით" და ვაპირებთ ამ პროექტზე მუშაობას.ჩავრთავ 8-11 კალსის მოსწავლეებს.
თამარ ჩხეიძე

ირმა said...

180-ე საჯარო სკოლა.გადავწყვიტე იუნესკოს მემკვიდრეობის პროექტში მონაწილეობა .მინდა განვახორციელო ეს პროექტი სკოლაში.

ირმა said...

ირმა ტიგინაშვილი 180 საჯარო სკოლა.საინტერესო პროექტია და სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.

Inga said...

მინდა გამოვეხმაურო მათ, ვინც გადაწყვიტა იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში წარდგენილი ადგილებსი კვლევა - მოხარული ვარ თქვენი არჩევანით, თქვენ პროექტის განხორციელებით შეგიძლიათ დაუმტკიცოთ საზოგადოებას რითაა ეს ადგილები იმდენად ნიკალური, რომ იმსახურებენ იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში მოხვედრას, რა სიმდიდრეს ვფლობთ და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას.
დიდი ინტერესით ველი თქვენს ნამუშევრებს.
ინგა, პროექტის ფასილიტატორი

ელენე ფირცხალავა said...

mogesalmebi!
vfiqrob zalian sainteresoa am kvlebashi mushaoba.didi siamobnebit mivadevneb tvals da gavecnobi ukve shesrulebul samushaos!
warmatebebs gisurvebt!
elene
tbilisi 52-e sajaro skola

Inga said...

ყველა პედაგოგს, რომელიც გადაწყვეტს განახორციელოს ეს პროექტი თავის მოსწავლეებთან და კიდევ უკეთესი, შექმნას ბლოგი აღნიშნული პროექტის განხორციელების შესახებ, ვთხოვ მომწეროს ამის შესახებ, რათა ბლოგის ბმული განვათავსო იუნესკოს მემკვიდრეობის ბლოგზე.
პატივისცემით ინგა
პროექტის ფასილიტატორი

ქეთი ქათამაძე said...

ქალბატონო ინგა,V კლასის ბაზაზე სამი გუნდი ჩამოვაყალიბეთ და სამუშაო გავანაწილეთ. მინდა ექსკურსია მოვაწყოთ თბილისის ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობის მიზნით. ხომ ვერ დაგვეხმარებით მარშრუტის სწორად არჩევაში. კიდევ მინდა ქართულ ხატწერასა და ასომთავრულ წარწერებზე დაკვირვება ჩავრთო ამ პროექტში, რამდენადაც V კლასში ახლა სწორედ ასომთავრულ დამწერლობას ვსწავლობთ.ზედმეტი ხომ არ იქნება?

Inga said...

gacnobebt, rom 207-e sajaro skolis mostavleebma da pedagogebma shevqmenit ramodenime jgupi "iuneskos memkvidreebi" proeqtshi samushaod. proeqtis parglebshi imushavebs sami jgupi: I- jgupi sheistavlis alaverdis samonastro kompleqss. proeqtze momushave pedagogebi: tamar chxeidze(skolis sastalvlo natsilis gamge, musikis pedagogi), lida chaxaia- geograpiis mastavlebeli, nana yoriauli- xelovnebis pedagogi, lia chankvetadze-pilologi, inga pocxverashvili-istoriis mastavlebeli.
II- jgupi sheistavlis dmanisis istoriul girsshesanishnaobebs. proeqtze momushave pedagogebi: tamar chxeidze(-sastavlo natsilis gamge, musikis pedagogi da lali xurodze-germanuli enis pedagogi.
III jgupi- martyopis samonastro kompleqsi: maia zhizhilashvili- ict. menejeri, marina chorgolashvili-geograpiis mastavlebeli, shorena qochiashvili- istoriis pedagogi, tea gogoxia- inglisuri enis mastavlebeli.
pativiscemit- q. tbilisis giorgi chkondidelis saxelobis 207-e sajaro skolis ict. menegeri - maia zhizhilashvili. ( maiazhizhilashvili@gmail.com), maia zhizhilashvili

Inga said...

ძვირფასო ქეთი (207 საჯარო სკოლა).
ზედმეტი პროექტებში არცერთი აქტივობა არაა :)
მიხარია, რომ მოქმედების გეგმა შეიმუშავეთ და გუნდებიც ჩამოაყალიბეთ.
სიამოვნებით გავეცნობით შემდგომ ნაბიჯებს.
მხოლოდ ერთი შენიშვნა ყველას - პოსტის ბოლოს მიაწერეთ თქვენი სკოლის დასახელება, რომ მკითხველს ზუსტი წარმოდგენა შეექმნას რომელი სკოლის ინფორმაციას კითხულობს.
საუკეთესო სურვილებით
ინგა პაიჭაძე, iearn ტრენერი

თინათინ ხუციშვილი said...

ვაპირებთ ამ პროექტში ჩართვას.

Luiza Lomjaria said...

Hi Inga, it's already two weeks I
haven't met you, frankly speaking I miss your trainings very much.
Lika and I have been working on this project since we left. Lika's
husbant is better now.
I'll write about detales later.
With respect-Luiza Lomjaria

Anonymous said...

Hi Inga, it's already two weeks I
haven't met you, frankly speaking I miss your trainings very much.
Lika and I have been working on this project since we left. Lika's
husbant is better now.
I'll write about detales later.
With respect-Luiza Lomjaria

Inga said...

Hello Luiza!
I'm so happy to hear good news about Lika's husband. I was thinking about them.
I'm glad that you are doing UNESCO heritage project. You can write about your students work in the UNESCO's iearn forum in English, for the participants from different countries. They would be able to read smth. about heritage sites in Georgia.
All the best to you.
With kind regards
Inga

მარინა ტარუღიშვილი said...

ამ პროექტით ბევრ რამეს ისწავლიან მოსწავლეები,გამოუმუშავდებათ კვლევის
უნარ–ჩვევა,გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

ქეთი ქათამაძე said...

144-ე საჯარო სკოლის V კლასელები მუშაობენ თბილისის ისტორიულ ძეგლებზე. მარშრუტის შერჩევაში დახმარება გთხოვეთ და იქნებ პასუხი მომწეროთ, ექსკურსია უკვე დაგეგმილი გვაქვს. პატივისცემით ქეთი ქათამაძე

Inga said...

ქეთი!
მარშრუტის შერჩევაში ისევე როგორც პროექტის თემის შერჩევაში აბსოლიტურად თავისუფლები ხართ.
ის ძეგლები უნდა მოინახულოთ, რომელზეც აპირებთ კვლევის ჩატარებას, სწორედ ეს განსაზღვრავს მარშრუტს.
თბილისის ისტორიული ნაწილი მდიდარია ძეგლებით, არჩევანიც საკმაოდ დიდია.
გისურვებთ წარმატებებს და ველი თქვენს ნამუშევრებს.
საუკეთესო სურვილებით ინგა

ეკა ბოკუჩვა said...

მოგესალმებით!
მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა: მარინა დემეტრაშვილმა, ეკა ბოკუჩავამ და ნინო ახალკაცმა გადავწყვიტეთ ამ პროექტში ჩავრთოთ ჩვენი მოსწავლეები. ჩვენ უკვე დავაკომპლექტეთ მუშა ჯგუფები და ბავშვები აქტიურად ჩაერთვებიან შიო მღვიმის მონასტრის კვლევაში. ეს მონასტერი შედის მცხეთის ტერიტორიულ ერთეულში და მასზე არ არის დიდი რაოდენობით ინფორმაცია. ამიტომ უფრო საინტერესო იქნება კვლევის ჩატარება

პატივისცემით! მე-10 საჯარო სკოლა

Inga said...

ძვირფასო მე-10 საჯარო სკოლის პედაგოგებო!
მოხარული ვარ რომ შემოგვიერთდით. დაგეთანხმებით შიო მღვიმე უნიკალური ადგილია, წელს გაზაფხულზე ემც ვეწვიე და ავღფრთოვანდი. მართალია თავად ეკლესია შიგნით ცოტა უჩვეულოდ არის მოხატული, მაგრამ უნიკალური და ლეგენდებით სავსე იქ ნამდვილად ბევრია.
სიამოვნებით გავეცნობით თქვენი კვლევის შედეგებს.
მხოლოდ ერთი თხოვნა, რადგან ჩვენს პროექტებს საქართველოს მრავალ ქალაქში ახორციელებენ, იქნებ თქვნც მიგეწერათ რომელი ქალაქიდან ბრძანდებით.
საუკეთესო სურვილებით
ინგა პაიჭაძე

mari papashvili said...

ქ.თბილისის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შევქმენით ბლოგი,რომლის მისამართია martyofi.blogspot.com.

Luiza Lomjaria said...

Hello Inga, Lika and I are warking
on the project very actively. Some days ago we found ancient photos
about ANANURI, we're going to send them to you at the end of this week.
P.S.I have great news to teii-I participated in the competition
"President's Grant To Georgian Teachers" and became the winner at school level. I know that you'll be
glad to hear it.
Regards,
Luiza Lomjaria

Inga said...

Dear Luiza!
I'm so glad about your success!!
COngratulations!!!
And about your works, great...
Say Hi to Liana and Tamuna.
It would eb good if you'll post some message in the iEARn web-site, in UNESCO international forum.
And one more - are you making the blog about your explorations? I
ll be glad to put the link to your blog on this blog and in iEARN forum.
Please, when you'll make it send me the address of your blog, OK?
Wish you all the best
With kind regards Inga

salo said...

didi survili makvs monacileoba mivigo am proektshi.qutaisi 9 sajaro skola.salome arabidze