Sunday, September 14, 2008

იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები




პროექტის სახელი: UNESCO-ს მემკვიდრეობის მკვლევარები;
პროექტის მოკლე აღწერა :მოსწავლეები სწავლობენ UNESCO-ს ქართულ მემკვიდრეობას, აწყობენ გასვლას ამ ადგილას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ UNESCO-ს ქართულ მემკვიდრეობას,ან 2007 წელს წინასწარ ნუსხაში წარდგენილ ქართულ მემკვიდრეობას, მის ისტორიას, მოიპოვებენ თქმულებებს და რეალურ ფაქტებს ამ ადგილებთან დაკავშირებით, მის როლს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიაში, ლიტერატურაში, ფერწერასა და ფოლკლორში. იუნესკოს მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაში წარდგენილი ადგილების კვლევისას, ამტკიცებენ მის უნიკალურობას და მზაობას ამ ნუსხაში მოსახვედრად. ეწყობა იუნესკოს ქართული მემკვიდრეობის შესახებ მოსწავლეთა ნახატებისა და ფოტონამუშევრების გამოფენა. ეს მასალა იგზავნება პროექტის ვებ-გალერეაშიც. სასწავლო პროცესის განმავლობაში შესრულებული კვლევების შემდეგ ეწყობა ექსკურსია , სადაც მოსწავლეები ატარებენ პატარა კვლევას, იღებენ ფოტოსურათებს და განათავსებენ მათ ვებ-გვერდის გალერეაში. მოსწავლეებს აგრეთვე შეუძლიათ დაწერონ ლიტერატურული ესეები და მეცნიერული სტატიები ამ ადგილის შესახებ, გამოიკვლიონ მისი გავლენა საქართველოსა და მსოფლიოს ცხოვრებაზე.პროექტი ”იუნესკოს მემკვიდრეობის მკვლევარები” აიერნის საერთაშორისო ქსელში 2008 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა. პროექტში უკვე ჩაერთულები არიან მოსწავლეები და მასწავლებლები აშშ-დან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ისრაელიდან...
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10–17 წელი/მე–4 მე–11 კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბერი- 2009 წლის მაისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: აქტივობები UNESCO-ს ქართული მემკვიდრეობის ისტორიული მნიშვნელობისა და გეორგაფიულიმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამ ადგილის ამსახველი ხელოვნების ნიმუშების (ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი) მოძიება და ამ თემაზე დისკუსიების წარმოება, პრეზენტაციების მომზადება, ნახატებისა და ფოტო გამოფენების მოწყობა...
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ, შეიქმნება ვებ-გალერეა აღნიშნული ადგილების ფოტო მასალითა და ნახატებით; სკოლებში მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები; მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას აღნიშნული ადგილის შესახებ, ეს პრეზენტაციებიც განთავსდება პროექტის საიტზე.
სარგებელი სხვებისთვის: პროექტის საიტისა და სკოლებში მოწყობილი გამოფენების მნახველები გაიღრმავებენ ცოდნას UNESCO-ს ქართული მემკვიდრეობის, მისი მნიშვნელობის შესახებ, მეტად გაუფრთხილდებიან ამ მემკვიდრეობას;
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან რა ადგილის ისტორიას და მის როლს საქართველოსა და მსოფლიოს ისოტირაში), გეოგრაფიაში (ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრითა და მდებარეობისა და კლიმატის გავლენით მასზე), ლიტერატურაში (ამ ადგილის მნიშვნელობის განსაზღვრით ქართულ ლიტერატურაში, თუ რომელი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში ჰპოვა ასახვა, რა თქმულებები თუ ხალხური შემოქმედების ნიმუშებია მასზე შექმნილი), ხელოვნებაში ( ამ ადგილების ამსახველი ნახატების, კინო-ფილმებისა თუ სპექტაკლების მიმოხილვით, ნახატების შესრულებით, ფოტო - გადაღებებით.), საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში ამ ადგილებზე მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ინგა პაიჭაძე , სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის წევრი, აიერნ-პროექტების ტრენერი და კონსულტანტი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ngo.siqa@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac5e27
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://unesco-iearn.blogspot.com/ ; http://foro.iearn.org/webx/.1e927989/